Monday, January 9, 2017

ახალი წელი გერმანიაში

                                                                  ახალი წელი გერმანიაში

გერმანიაში უმთავრეს და უსაყვარლეს დღესასწაულად ითვლება ქრისტეშობა. სწორედ გერმანიას უნდა უმადლოდეს მსოფლიო ულამაზესი ტრადიციის არსებობისთვის– ეს არის ნაძვის ხის მორთვა. შუშის ნაძვის ხის სათამაშოების და ხელოვნური ნაძვის ხეების არსებობაც  სათავეს იღებს სწორედ გერმანიაში. 
საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ  აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას, ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, არომატული სანთლებითა და სხვადასხვა სუვენირებით.
საშობაო სუფრის აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის საახალწლო ფხვიერი ნამცხვრები და მარცეპანის კანფეტები.
ახალი წელი კი გერმანიაში– მეორეხარისხოვანი დღესასწაულია. ტრადიციული საახალწლო ვახშამი იწყება საღამოს 8 საათზე და მთავრდება შუაღამეს. საახალწლო მილოცვით ჭიქების აწევა კი წარმოადგენს სადღესასწაულო ტრაპეზის დასასრულის ნიშანს..
საშობაო მაგიდას გერმანიაში აფარებენ  აუცილებლად ქათქათა თეთრ სუფრას,
ალამაზებენ მას ნაძვის პატარა ტოტებით, ა 
                                                      გერმანული შობის ღამე
გერმანული შობის ღამე ერთდროულად ძალიან საზეიმო და მადისაღმძვრელია. დიდი ხნის განმავლობაში ღორის ხორცი საშობაო სუფრის მთავარი კერძი იყო, მაგრამ თანამედროვე გერმანიაში მას ნელ-ნელა ფარშირებული შემწვარი ინდაური ანაცვლებს. პოპულარულია პატარა ფხვიერი ორცხობილები, რომელთაც ნაძვის ხის, ვარსკვლავის, თოვლის ბაბუას ფორმა აქვს და ვანილის, დარიჩინის, ილის სურნელს აფრქვევენ. თუმცა მთავარი საშობაო დესერტი მაინც შტოლენია - წაგრძელებული ფორმის არომატული ნამცხვარი, რომელშიც ჩირეული, ნუში, ქიშმიში, რომი, სანელებლები შედის და შაქრის პუდრითაა დაფარული. ეს ნამცხვარი ყრმა ქრისტეს სიმბოლოა.


                                                              ყველაზე უცნაური ტრადიცია გერმანიაში
როდესაც უცნაურ საახალწლო ტრადიციებზეა საუბარი გერმანელები და ავსტრიელები ნამდვილი ჩემპიონები არიან ამ მხრივ, აღნიშნული უცნაურობის აშკარა გამოვლინებაა ტრადიცია სახელად “ტყვიის ჩამოსხმა”, აღნიშნულ ტრადიციას “წინასწარმეტყველების” ფუნქცია გააჩნია, გერმანელები და ავსტრიელები იღებენ ტყვიის ნაჭერს, ადნობენ კოვზზე და შემდეგ ასხავენ წყლით სავსე ჭურჭელში, იმის მიხედვით თუ რა ფორმას მიიღებს უკვე გაცივებული ტყვია დგინდება თუ რა მოხდება შემდეგ წელს, მაგალითად თუ ტყვიამ ბურთის ფორმა მიიღო და დამრგვალდა ეს ბედნიერ და კარგ მომავალ წელს პროგნოზირებს, თუ ტყვიამ გამოსახა ღუზა, თქვენ მომავალ წელს ბევრი დახმარება დაგჭირდებათ და თუ მოხდა ისე, რომ წყალში ჯვრის ფორმა გამოისახა თქვენ ნამდვილად არ გაგიმართლათ, უკაცრაცვად მაგრამ თქვენ გელით სიკვდილი!!!

                                                                      შობა გერმანიაში
შობა სადღესასწაულო კერძების ცნებისგან განუყოფელია. ეს გერმანელი გურმანების წრეში განსაკუთრებით საგრძნობია. სადღესასწაულო სუფრისთვის ამ პერიოდში უპირატესობას, გოჭის ხორცისგან დამზადებულ კერძებს, დარიჩინიან ბრინჯის პუდინგს, თეთრ სოსისს და მაკარონის სალათს ანიჭებენ. მაგრამ ყველაზე გამორჩეულად და ხშირად მაინც გერმანულ თაფლაკვერს და გლიტვეინს შეხვდებით.
თან, უკლებლივ ყველა ქალაქში ამ პერიოდში სადღესასწაულო ბაზრობები იმართება – ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე, ფერადი განათებებით მორთულ საშობაო ქოხებში


ახლოვდება შობა-ახალი წელი და გერმანელები ამ დღესასწაულის აღნიშვნას წლების განმავლობაში ტრადიციად ქცეული ცქრიალა ღვინით, Rotkäppchen – ით აპირებენ, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც წითელქუდა. ამ ღვინოს საუკუნეზე მეტი ხნის ისტორია გააჩნია. მისი წარმოება დაიწყო 1895 წელს. მრავალი წლის შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის მერე, კომპანია  Rotkäppchen – ი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის კომუნისტური მთავრობის მიერ იქნა ნაციონალიზირებული. ამის მიხედვით შეერქვა მას მეორე სახელწოდება - “კომუნისტური შამპანური”. 
გერმანიის გაერთიანების შემდეგ Rotkäppchen – ი აღმოჩნდა გდრ-ის ერთადერთი პროდუქტი, რომელმაც ქვეყნის დასავლეთ ნაწილი დაიპყრო. უკვე 20 წელზე მეტია ეს ცქრიალა ღვინო პირველ ადგილს იკავებს გერმანიის ბაზარზე არსებულ ცქრიალა ღვინოებს შორის.
XVI საუკუნეში, მარტინ ლუტერმა შობის ღამეს მაგიდაზე წიფლის ხის ტოტებით გაკეთებული თაიგული დადგა და სანთლებით მორთო. სულ მალე, მთელს გერმანიაში, ყველა ოჯახის მაგიდაზე ამგვარი „თაიგული“ გაჩნდა. მოგვიანებით, წიფელი ნაძვმა შეცვალა, რომლის ზომაც დროთა განმავლობაში თანდათან იზრდებოდა.

რამდენად უჩვეულოდაც არ უნდა მოგეჩვენოთ, ევროპაში ნაძვის ხის ტრადიცია XVIII-XIX საუკუნეში გავრცელდა. ბაფთები და ხილი, ბამბამ და მუყაოსაგან დამზადებულმა სხვადასხვა ფიგურებმა შეცვალეს.
ასე, რომ ნაძვის ხე სათავეს გერმანიიდან იღებს.